Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტუხელი:“ ჩელსიმ იუვენტუსისგან წარმოუდგენელი გოლი გაუშვა“

ჩელსის თავკაცმა თომას ტუხელმა იუვენტუსთან მატჩი შეაფასა.

„ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ასეთ დონეზე მეორე ტაიმის პირველივე წამებში ასეთ მარტივ გოლს უშებ. როგორც წესი, ჩვენ ასეთი უყურადღებობა არ გვჩვევია, მაგრამ იუვენტუსმა ჩვენი შეცდომით კარგად ისარგებლა.

„ჩვენ ბურთს ვფლობდით, მაგრამ საკმარისაც მწვავეები არ ვიყავით. ჩვენ 2-ჯერ ბურთი კრიტიკულ მომენტში დავკარგეთ და გაგვიმართლა, რომ იუვენტუსმა მათი გამოყენება ვერ მოახერხა, ასეთ დონეზე ასეთი შეცდომების დაშვება უბრალოდ არ შეიძლება.

„დღეს ჩვენი რითმის და ინტენსიობის პოვნა ვერ მოვახერხეთ, რადგან იუვენტუსი თავს ღრმად იცავდა და საჭირო სივრცეების პოვნა გვიჭირდა. გუშინ ვარჯიშზე ძალიან კარგად, ენერგიულად გამოვიყურებოდით, მაგრამ ეს დღეს მოედანზე ვერ ვაჩვენეთ, ამის მიზეზს კი სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები.

„ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ გუნდი მენტალურად ნელი იყო, გადაწყვეტილებებს საკმარისად სწრაფად არ იღებდა, ჩვენ ამ მატჩის კარგად გაანალიზება მოგვიწევს.“