Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტუხელმა ლუკაკუს და ტამი აბრაჰამის შესახებ ისაუბრა

ჩელსის თავკაცმა ტომას ტუხელმა რომელუ ლუკაკუს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აბრაჰამის რომაში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

„რომელუ ერთ-ერთი მათგანია, როგორც ჰაალანდი დორტმუნდში, ან ლევანდოვსკი ბაიერნში, ჰარი კეინი ტოტენჰემში, ის საჯარიმოს სიახლოვეს მეტოქეს ყოველთვის ხიფათს უქმნის.

„ამ სიტყვების განმეორება რთული არ იქნება, რადგან ეს ნებისმიერი მწვრთნელის მოსაზრებაა და რა თქმა უნდა, ლუკაკუს გუნდში ხილვა შესანიშნავი იქნება, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.

„აბრაჰამი ? ის გასული სეზონის მეორე ნახევარში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო კმაყოფილი ნამდვილად არ იყო, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ყველა პროფესიონალს მოედანზე მაქსიმალურად დიდი დროის გატარება სურს.“