Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტუხელს იკარდის გამოსყიდვა არ უნდოდა

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს მტკიცებით, ინტერის ყოფილი კაპიტნის, მაური იკარდის გაფორმება ტომას ტუხელს არ სურდა. არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერი პსჟ-ს სპოირტული დირექტორის, ლეონარდოს იდეა იყო.

მას სურდა, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისით ესარგებლა და 27 წლის ფეხბურთელი მის გამოსასყიდ თანხაზე, 110 მილიონ ევროზე გაცილებით ნაკლებად შეეძინა.

იკარდიმ პსჟ-ს მაისურით მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი არც გოლით და არც საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია.

პსჟ-მ იკარდი 1-წლიანი იჯარის შემდეგ 60 მილიონ ევროდ გამოისყიდა.