Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდინეზემ ატლეტიკოს კიდევ ერთი წინადადება დაბლოკა

ატლეტიკო მილანის სატრანსფერო სამიზნის როდრიგო დე პაულის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, თუმცა უდინელებთან ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებს.

რამდენიმე დღის წინ ატლეტიკომ დე პაულის სანაცვლოდ უდინეზეს 25 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, გუშინ კი ფაბრიციო რომანოს ცნობით, ესპანეთის ჩემპიონებმა ფრიულის ბინადრებს 20 მილიონი ევრო და ნეუენ პერესი შესთავაზა, რაზეც კვლავ უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, უდინეზე დე პაულის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს და სხვა წინადადებების განხილვას არც კი აპირებს.