Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდინეზემ ატლეტიკოს პირველი წინადადება დაბლოკა

მილანი და ატლეტიკო როდრიგო დე პაულის ტრანსფერისთვის ბრძოლას განაგრძობენ და როსონერისთვის საბედნიეროდ, უდინეზემ ატლეტიკოს პირველ წინადადებაზე უარი განაცხადა.

Goal.com-ის ინფორმაციით, ატლეტიკომ უდინეზეს არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო და ნეჰუენ პერესი შესთავაზა, რომელიც იჯარის წესით გრანადაში ასპარეზობდა და გუნდს დაუბრუნდა, რაზეც ესპანელებმა უარი მიიღეს, თუმცა წყაროს ცნობით, ლა ლიგის გამარჯვებული ახალი წინდადებით უახლოეს დღეებში დაბრუნდება.