Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდინეზემ ატლეტიკო უარით გაისტუმრა

იტალიური მედიის ცნობით, უდინეზემ ატლეტიკოს პირველი წინადადება დე პაულის სანაცვლოდ უარით გაისტუმრა.

წყაროს ინფორმაციით, ლა ლიგის გამარჯვებული მზად იყო არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა უდინელები დე პაულს 40 მილიონად აფასებენ.

ამის გარდა, ატლეტიკო დე პაულთან ვერც პირად კონტრაქტს ათანხმებს. წყაროს ცნობით, დიეგო სიმეონეს გუნდი 27 წლის ფეხბურთელს იმავე ხელფასს სთავაზობს, რასაც ის უდინეზეში იღებს, რაზეც როდრიგომ უარი განაცხადა.