Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდინეზემ დე პაულს ფასი დააკლო

იტალიური მედიის ცნობით, უდინეზემ როდრიგო დე პაულს ფასი დააკლო და მზად არის ის 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.

არგენტინელი ფეხბურთელი გუნდის დატოვებასთან გასულ ზაფხულსაც ახლოს იყო, მაგრამ მისი მეუღლე ორსულად გახლდათ და დე პაულმა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ამ მიზეზით არ ისურვა.

თუმცა, როგორც ჩანს ზაფხულში მისი უდინეზედან წასვლა გარდაუვალია და Sky Sport Italia-ს ცნობით, უდინეზე მის სანაცვლოდ არა 45-50 მილიონს, არამედ დაახლოებით 35 მილიონს მოითხოვს.

დე პაულის სახელი, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა, რამდენიმე უცხოური გრანდის გარდა იუვენტუსს, მილანს, ინტერს და ნაპოლის დაუკავშირეს.