Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდინეზეს დე პაულის შემცვლელად მილანის ფეხბურთელის გაფორმებას გეგმავს

როდრიგო დე პაულის ატლეტიკოში ტრანსფერი უკვე მოგვარებულია და ძალიან მალე არგენტინელი ნახევარმცველი ლა ლიგის გამარჯვებულს ოფიციალურად შეუერთდება, უდინეზემ კი მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფრიულიანელების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი მილანის ახალგაზრდა ნახევარმცველი ტომაზო პობეგა გახლავთ.

21 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი სპეციაში იჯარის წესით გაატარა და 20 მატჩში 6 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა. მილანი შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს, თუმცა დამატებითი თანხების მისაღებად ფეხბურთელების გაყიდვაზეც არ იტყვის უარს და პობეგას 12-13 მილიონის სანაცვლოდ სიამოვნებით გაასხვისებს.