Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდინეზეს დირექტორი:“ დე პაულის ტრანსფერით რამდენიმე გუნდი ინტერესდება“

უდინეზეს დირექტორმა დაადასტურა, რომ როდრიგო დე პაულის ტრანსფერით არაერთი გუნდი ინტერესდება როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

„დე პაულის შესახებ რამდენიმე გუნდმა მოგვმართა. ჩვენთვის დე პაული ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ. ჯერჯერობით არ ვიცით, დარჩება თუ არა ის იტალიაში.“