Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

უდინეზეს დირექტორი:“ დე პაულის გაყიდვას იანვარში არ ვაპირებთ“

უდინეზეს სპორტულმა დირექტორმა, პიერპაოლო მარინომ ინტერის, იუვენტუსის და მილანის სატრანსფერო სამიზნის, როდრიგო დე პაულის მომავალზე ისაუბრა.

„დე პაულის გაყიდვას იანვარში არ ვაპირებთ. გუნდი შუა სეზონში ისეთ მნიშვნელოვან ფეხბურთელს, როგორიც როდრიგოა, ვერ დაკარგავს.

„ჩვენ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და თუ როდრიგოს გუნდის დატოვება მოუნდება, მას ამის პრობლემა არ ექნება, იქამდე კი ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შემადგენლობაში მისი დონის ფეხბურთელი გვყავს.“