Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდინეზეს დირექტორმა დე პაულის მომავალზე ისაუბრა

როდრიგო დე პაულის სახელს უკვე დიდი ხანია, რაც არაერთ იტალიურ და ევროპულ გრანდს უკავშირებენ და უდინეზეს ტექნიკურმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ დაადასტურა, რომ მას უამრავი მსურველი ჰყავს.

„დე პაულის შესახებ ძალიან ბევრმა გუნდმა მოგვმართა, მის მიმართ ინტერესი მართლაც ძალიან დიდია, რაც გასაკვირი სულაც არ არის, მაგრამ სეზონის დასრულებამდე მე მის მომავალთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ.“