Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდინეზეს სკაუტმა მილანის, იუვეს და ნაპოლის ინტერესი დე პაულს მიმართ დაადასტურა

როდრიგო დე პაულს უკვე დიდი ხანია, რაც სხვა უცროუდ გუნდებთან ერთად იტალიურ გრანდებს უკავშირებენ და უდინეზეს სკაუტმა დაადასტურა, რომ მას როგორც იტალიაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ უამრავი მსურველი ჰყავს.

ანდრეა კარნევალემ PianetaMilan-თან საუბრისას განაცხადა:

„დე პაულს შეუძლია, რომ იტალიის და ევროპის ნებისმიერი გრანდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. ის შესანიშნავი მახასიათებლების ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერია, რომელსაც გამორჩეული ფიზიკური მონაცემები აქვს. ჩვენ მის გამო ძალიან გახარებულები ვართ, ვალენსიამ მასზე უარი თქვა, ჩვენ კი შანსი მივეცით და როდრიგომაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

„არსებობს თუ არა მილანის ინტერესი მის მიმართ ? დიახ, მას როსონერი და არაერთი სხვა გრანდი აკვირდება, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, მილანში, იუვენტუსში თუ ნაპოლიში ჯერჯერობით უცნობია, შეუძლებელი არაფერია.

„უდინეზე დე პაულს ძალიან აფასებს, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილების საშუალებას მას დაუტოვებს. ახლა ის კოპა ამერიკაზე ასპარეზობს და ამ ჩემპიონატზეა კონცენტრირებული, მაგრამ მან არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევები უნდა.

„დარჩება თუ არა ის სერია ა-ში ? როგორც უკვე მოგახსენეთ, მისი ტრანსფერით როგორც იტალიაში, ასევე სხვა წამყვან ჩემპიონატებში უამრავი გუნდი ინტერესდება, ამიტომ ჯერჯერობით რაიმეს თქმა შეუძლებელია.

„იენს პეტერ ჰაუგე ? ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ. ის კარგი ფეხბურთელია, რომლის შესახებაც ჩვენ იქამდე ვიცოდით, სანამ ის მილანში გადავიდოდა.“