Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

უდინეზეს სპორტული დირექტორი:“ დე პაული იანვარში არსად მიდის“

უდინეზეს სპორტული დირექტორის, პიერპაოლო მარინოს თქმით, იუვენტუსის და ინტერის სამიზნე როდრიგო დე პაული იანვარში გუნდს არ დატოვებს.

„სად გადავა დე პაული ? იანვარში, არსად. ეჭვგარეშეა, რომ ის ჩვენთან დარჩება, ზაფხულში კი რა მოხდება არავინ იცის, ამას ერთად განვიხილავთ.

„დე პაული ჩვენი გუნდის ლიდერია და მასთან შელევას ადვილად არ ვაპირებთ. რამდენიმე გუნდი მართლაც არის დაინტერესებული, თუმცა ჯერჯერობით შესაბამისი წინადადებით არც ერთი მათგანი არ მოსულა.

„კონკრეტული თანხის დასახელება არ მსურს და ეს ლოგიკური არც იქნება, რადგან დე პაული არ იყიდება.“