Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდინეზე ატალანტასთან მარცხს გაასაჩივრებს

უდინეზეს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ფრიულები ატალანტასთან მატჩს გაასაჩივრებენ და მის გადათამაშებას მოითხოვენ.

მატჩი როგორც დაგეგმილი იყო კვირას გაიმართა და უდინეზეს ბერგამოელთა წინააღმდეგ ძირითადი გუნდის 12 ფეხბურთელის გარეშე მოუწიათ თამაში, რომლებსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდათ. უდინეზემ აღნიშნული მატჩი 6-2 წააგო.

უდინელების აზრით, მატჩი, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა გადადებულიყო ისე, როგორც სხვა შემთხვევებში მოხდა, თუმცა სერია ა-ს პროტოკოლის მიხედვით, გუნდს, რომელსაც 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი, მათ შორის ერთი მეკარე ჰყავს, ვალდებულია თამაშზე გამოცხადდეს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სპორტულმა მოსამართლემ უდინელების მოთხოვნა დააკამყოფილოს.