Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდოჯის აგენტი:“ ინტერი და იუვენტუსი ჩემი კლიენტის გაფორმებას ცდილობდნენ“

გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უდინეზეს ტალანტს დესტინი უდოჯის, რომელიც საბოლოო ჯამში ტოტენჰემის საკუთრებაში გადავიდა და სერია ა-ში იჯარის წესით დარჩა, იუვენტუსს და ინტერს უკავშიებდნენ.

ამ თემაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა.

„იუვენტუსი და ინტერი დესტინის გაფორმებით სერიოზულად ინტერესდებოდნენ, მაგრამ ტოტენჰემმა მის სანაცლოდ საერთო ჯამში 25 მილიონი ევროს გადახდა გადაწყვიტა, რაც სხვა გუნდებისთვის მიუღებელი თანხა აღმოჩნდა.“