Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

უკანასკნელი ინფორმაცია ლუკას პაკეტას ლიონში ტრანსფერზე

ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, ლუკას პაკეტას ლიონში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა ყველაფერი ლიონზეა დამოკიდებული.

როსონერი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 23 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც ლიონი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ გუნდს რეინე ადელაიდე, მემფის დეპაი ან უსემ აუარი დატოვებს.