Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სანდრო ტონალი…

20 წლის ფეხბურთელს ინტერში გადასვლა აქვს გადაწყვეტილი და ნერაძური დიდი ალბათობით მის გაფორმებას შეძლებს.

ბევრის აზრით,იტალიაში მისნაირი ტალანტი 1970-80 წლების შემდეგ არ დაბადებულა.ანდრეა პირლო,რომელმაც კარიერა 3 წლის წინ დაასრულა,იმ ლეგენდარული იტალიელების თაობის ბოლო წარმომადგენელი იყო,რომელმაც სპორტში დიდი სახელი დატოვა.

თუმცა როგორც ჩანს,იტალიას ახალი იმედი გამოუჩნდა.ბრეშას სანდრო ტონალის ხშირად ახალ პირლოს უწოდებენ მისი გარეგნობის,მისი თამაშის სტილის და მისი კარიერის განვითარების მსგავსების გამო.ნახევარმცველმა თავად განაცხადა,რომ მას შეუძლია საუკეთესო გახდეს.

„მას აქვს ყველაფერი,რომ ჩემპიონი გახდეს.მას ამ ასაკშიც კი შეუძლია დიდ გუნდში თამაში,ტონალი ბევრად უფრო დახვეწილი ფეხბურთელია,ვიდრე მე ვიყავი მის ასაკში,განსაკუთრებით დაცვის მხრივ.“განაცხადა პირლომ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ტონალიმ პირლოსთან მსგავსება უარყო და თავი უფრო მილანის ლეგენდას,ჯენარო გატუზოს შეადარა.

სიმართლე ის არის,რომ ტონალი ორივე მსოფლიო ჩემპიონის კომბინაციაა.არაჩვეულებრივი პასით,გამთამაშებლის თვისებებით დაჯილდოებული,რომელიც პირლოსავით ცივსისხლიანია და გატუზოს ძალა და პრესინგის უნარი.ამ სეზონში ტონალი საუკეთესო 10 ფეხბურთელშია მათ შორის,ვინც საშუალოდ ყველაზე დიდ დისტანციას ფარავს თითო თამაშში.

ტონალის ნატურალური პოზიცია პირლოს მსგავსად რეჯისტაზე თამაშია,თუმცა მას ასევე მეცალაზე(3-კაციან ნახევარდაცვაში მარჯვენა ან მარცხენა ნახევარმცველი)თამაში შეუძლია.

მისი 5 საგოლე გადაცემა გუნდში,რომელიც სერია ა-ში ბოლო ადგილს იკავებს და 26 შეხვედრაში 16 ქულა აიღო,საქებარ სიტყვებს ნამდვილად იმსახურებს.ტონალი საგოლე მომენტების შექმნით ამ სეზონში მხოლოდ რვა ფეხბურთელს ჩამორჩება.

ასაკის მიუხედავად,მის სისუსტეებზეც უნდა ვისაუბროთ.მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო და ამ ასპექტში აშკარად მოსამატებელი აქვს,თუმცა თუ მის არაჩვეულებრივ დარტყმას და სიზუსტეს გავითვალისწინებთ,არც ეს უნდა იყოს მისთვის გადაუჭრელი პრობლემა.

ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ ტონალიზე თქვა:“ის მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი გახდება.მას ამისთვის ყველაფერი აქვს – ტექნიკა,მენტალიტეტი და ცივსისხლიანობა.“

პსჟ,სიტი ბარსელონა და მილანი მისი მსურველების რიგში დგანან,თუმცა ტონალი ორ გუნდს შორის ირჩევს – ინტერი და იუვენტუსი.

სეზონის სტარტზე ფავორიტად იუვენტუსი მიიჩნეოდა,თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით ტონალიმ ინტერი აირჩია და გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია.

ტურინელებს ჯერ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ,რომ მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.ინტერმა კი თავის მხრივ უკვე მოასწრო მაურო იკარდის გაყიდვა და ახალგაზრდა იტალიელის გასაფორმებლად ფინანსები აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.