Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ულივიერი:“ იუვე სკუდეტოსთვის ვეღარ იბრძოლებს, ინტერი და ნაპოლი ფავორიტები არიან“

იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის პრეზიდენტმა რენცო ულივიერიმ სკუდეტოს ფავორიტებზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონის მომსწრენი ვართ, რომელშიც გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება უბრალოდ წარმოუდგენელია. მე ისიც კი გამიჭირდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მომვედრი გუნდები დავასახელი.

„იუვენტუსს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და ისინი სავარაუდოდ ოთხეულში შესვლას მოახერხებენ, მაგრამ მათი ცუდი სტარტი სკუდეტოსთვის ბრძოლის საშუალებას აღარ მისცემს.

„მილანი, ლაციო, რომა და ატალანტა ოთხეულისთვის იბრძოლებენ, სკუდეტო კი ჩემი აზრით ნაპოლისა და ინტერს შორის გათამაშდება.“