Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ულტრასები ჰიუსაის:“ ლაციო ფაშისტური გუნდია!“

ლაციოს ულტრასებმა გუნდის ახალ შენაძენს ელსეიდ ჰიუსაის ‘ჭია’ უწოდეს და სიამაყით განაცხადეს, რომ მათი გუნდი ფაშისტური ხედვის არის.

იტალიაში ტრადიციად არის ქცეული, რომ გუნდის ახალმა წევრმა რამე სიმღერა უნდა შეასრულოს, ჰიუსაიმ კი ანტი-ფაშისტური ჰიმნი ‘ბელა ჩაო’ იმღერა, რომელიც 1940-იანი წლებში ბენიტო მუსოლინის ოპოზიციის ჰიმნი გახლდათ, რამაც ლაციოს ულტრასების უკმაყოფილება გამოიწვია.

ლაციოს ქომაგებმა რომში, ერთ-ერთ ხიდზე გამოფინეს ბანერი, წარწერით:“ ჰიუსაი ჭიაა, ლაციო ფაშიზმს ეკუთვნის.”

ამ თემაზე კომენტარი ლაციოს ულტრასების ლიდერმა ფრანჩესკო კოსტანტინომ გააკეთა.

„ისტორიულად, ჩვენი გუნდი და მისი ქომაგები ყოველთვის ექსტრემალურად მემარჯვენეები ვიყავით, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს და ლაციოს მაისურით ბელა ჩაოს სიმღერა ყოვლად წარმოუდგენელია.

„ჰიუსაი შეცდა და მას თავის გასამართლებელი საბაბი არ აქვს.“

ლაციოს პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო უკვე დიდი ხანია ცდილობს, რომ გუნდი ფაშისტურ ფიგურებს ჩამოაშოროს, თუმცა ჯერჯერობით მის მცდელობებს არანაირი სარგებელი არ მოაქვს…