Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უნდერი:“ მოურინიოს რომაში თამაში ჩემი ოცნებაა“

რომას თურქი შემტევის ჩენგის უდნერის თქმით, ის ჟოზე მოურინიოს დიდი ქომაგია და იმედი აქვს, რომ მის რომაში თამაში მოუწევს.

თურქმა ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით ლესტერში გაატარა და ჯალოროსის დაუბრუნდა, თუმცა მისი რომადან წასვლის შესახებ ხმები არ წყდება.

„ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა იყო. ის გამორჩეული სპეციალისტია, რომელსაც ყველა თურქი ფეხბურთელი პატივს სცემს, მათ შორის მე.

„ჩემს მომავალზე ჯერჯერობით არაფერი ვიცი. მე ახალ მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოურინიოს რომაში თამაშის საშუალება მექნება.“