Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფაბიან რუისმა ნაპოლი უარით გაისტუმრა

ნაპოლი ფაბიან რუისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა პარტენოპეის ბოლო წინადადება უარყო და ამით მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ჭორები უფრო რეალური გახადა.

რუისი კონტრაქტი ნაპოლისთან 2023 წლის ივნისში იწურება და გუნდის ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება 2025 წლის ჩათვლით სურდათ, თუმცა როგორც ჩანს 24 წლის ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა გარდაუვალია და ნაპოლის მისი გაყიდვა მოუწევს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მისი გაფორმებით მადრიდის რეალი და ბარსელონა ინტერესდება და ნაპოლი მზად არის, 50 მილიონის სანაცვლოდ ფეხბურთელს შეელიოს.