Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფაბიან რუისს კორონა ვირუსი აქვს, მისი თამაში იუვეს წინააღმდეგ საეჭვოა

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველს ფაბიან რუისს კორონა ვირუსი აქვს და ის თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

რუისს კორონა ვირუსი მიმდინარე წლის იანვარში უკვე დაუდასტურდა და როგორც ჩანს, ის იანვარს ამჯერადაც ინფიცირებული შეხვდება.

ეს ნაპოლისთვის ორმაგად ცუდი სიახლეა, რადგან მათ 6 იანვარს იუვენტუსთან თამაში აქვთ და სავარაუდოდ პარტენოპეის, რომელსაც ტრავმებისა და აფრიკის თასის გამო ისედაც უამრავი ფეხბურთელი დააკლდება, ვერც 25 წლის ესპანელი დაეხმარება.