Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფაბიო კანავარო:“ბუფონი გამორჩეულია“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ბუფონს გამორჩეული ადამიანი უწოდა.ჯიჯი რობერტო მანჩინის რეკორდს უმიზნებს.

მანჩინიმ თავის საფეხბურთო კარიერაში 6 Coppa Italia-ს თასი აქვს მოგებული,ჯიჯის კი – 5 და თუ ხვალ იუვენტუსი ნაპოლის დამარცხებას შეძლებს,ლეგენდარული კიპერი იტალიის მთავარ მწვრთნელს გაუთანაბრდება.

ნაპოლის და იუვენტუსის ყოფილმა მცველმა ბუფონთან გუნდში და ნაკრებში ითამაშა და მან ბუფონის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„მისი კარიერა სამწუხაროდ უკვე დასასრულისკენ მიდის,თუმცა ის ყოველთვის არაჩვეულებრივი ადამიანი და საოცარი ფეხბურთელი იყო.

„ვფიქრობ,მას კიდევ აქვს იმის შესაძლებლობა,რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს.თუ ფეხბურთელს თამაშის დროს სიამოვნების მიღება შეუძლია,ეს იმას ნიშნავს,რომ წასვლა ჯერ ადრეა.“

მაურიციო სარის იუვენტუსი ნაპოლის ხვალ,თბილისის დროით 23:00 -ზე Coppa Italia-ს ფინალში დაუპირისპირდება,რომელიც რომში გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published.