Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფაბიო კაპელომ მილანის, იუვენტუსის, ინტერის და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ Radio Uno-სთან ინტერვიუში სკუდეტოსთვის გამართულ ბრძოლაზე და სხვა თემებზე ისაუბრა.

„შეუძლია თუ არა მილანს სკუდეტოსთვის ბრძოლა ? ჯერ ამ საკითხზე საუბარი ძალიან ადრეა, თუმცა უკვე აშკარად ვხედავთ იმ მონდომებას და სურვილს, რაც სტეფანო პიოლიმ გუნდს მიუტანა.

„სეზონი გრძელია და სტეფანოს ბევრი როტაცია მოუწევს. ჯერჯერობით ამას თავს ძალიან კარგად ართმევს. ისინი მსუბუქად უნდა დარჩნენ და პირველი ადგილის ზეწოლამ ხელი არ უნდა შეუშალოთ.

„მართალია მილანმა იუვენტუსთან წააგო, მაგრამ გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მორალური კუთხით ვფიქრობ, რომ ისინი ამ თამაშის შემდეგ გამარჯვებულები დარჩნენ.

„ლუკაკუ თუ იბრა ? ორივე მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია. ორივე მათგანი მაშინაც კი, როდესაც თავის საუკეთესო შეხვედრას არ ატარებენ,  გუნდს ძალიან დიდ დახმარებას უწევენ. მათი მოედანზე ყოფნა საპირისპირო გუნდისთვის უკვე დიდი ზეწოლაა.

„იუვენტუსი ? იუვე ნელ-ნელა ბრუნდება. სასუოლოსთან მატჩს ვუყურე და გუნდი თავის იდენტობას იბრუნებს. მათ წინა შეხვედრებთან შედარებით უფრო ცოტა შეცდომა ჰქონდათ და ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს უკვე კარგად ესმით, თუ რა სურს პირლოს.“

„ინტერი ? ჩემი აზრით, ნერაძური სკუდეტოს მოპოვების მთავარი კანდიდატია. მათ ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ და მწვრთნელი, რომელიც საქმეს ყოველთვის დიდი მონდომებით უდგება. სამპდორიასთან მატჩში ისინი მოედანზე არასწორი მიდგომით გავიდნენ და ამის გამო დაისაჯნენ კიდეც.

„რომასთან შეხვედრაში კი მე ვიხილე ორი ძლირი გუნდი. ორივე მხარეს საკმაოდ ბევრი მომენტი ჰქონდათ და ვფიქრობ, რომ ფრე ლოგიკური შედეგი იყო. ჩემი აზრით, ინტერს შემადგენლობის მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს, ნებისმიერი იტალიელი მწვრთნელი ასეთი შემადგენლობის ყოლით ბედნიერი იქნებოდა.“