Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფაბრიციო რომანო ჰაკან ჩალჰანოღლუს შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ ჰაკან ჩალჰანოღლუზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ Bild-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ფალკმა განაცხადა, რომ ჰაკანი 90 პროცენტით მანჩესტერის ფეხბურთელი გახდებოდა, რაც რომანომ კატეგორიულად უარყო.

„მანჩესტერსა და ჰაკანს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ის ჯერ კიდევ მილანის ხელმძღვანელობასთან საუბრობს და შეთანხმების მიღწევას ცდილობს, თუმცა თუ თურქი ფეხბურთელი მოთხოვნილ ხელფასს არ შეამცირებს, მისი როსონერიში დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია.“