Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფაივრე:“ მილანში ჩაშლილი ტრანსფერი ძალიან რთული გადასატანი იყო“

ბრესტის ფეხბურთელმა რომან ფაივრემ ზაფხულში მილანში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

„როდესაც ახალგარდა ფეხბურთელს მილანში ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი გაშორებს, თუმცა ბოლო მომენტში, როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გგონია, ის ჩაიშლება, ამის გადატანა ძალიან ძნელია.

„ასეთ დროს ორი ვარიანტი გაქვს, დანებდე და ბრძოლა შეწყვიტო, ან გაორმაგებული ენთუზიაზმით და მონდომებით გააგრძელო მუშაობა და იმედი იქონიო, რომ მილანი ან რომელიმე სხვა გრანდი შენს მიმართ ყურადღებას კვლავ გამოიჩენს.

„ვფიქრობ, რომ ახლა მე კარგი პერიოდი მაქვს, კარგად ვვარჯიშობ და ეს ჩემს სტატისტიკაზეც აისახება.

„რა არის ჩემი სატრანსფერო ღირებულება ? ალბათ 15-20 მილიონი.“