Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფარესი ლაციოში გადასვლაზე თანახმაა

იტალიური მედიის მტკიცებით, მოჰამედ ფარესმა ლაციოში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და ბიანკოჩელესტი ახლა სპალთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

სპალის წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, 24 წლის უკანახაზელი გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და მას შემდეგ, რაც გუნდი სერია ბ-ში დაქვეითდა, მას სპალის დატოვება და ლაციოში გადასვლა სურს.

სპალი ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ აფასებს და ტრანსფერი დიდი ალბათობით რამდენიმე დღეში დაიხურება.

Leave a Reply

Your email address will not be published.