Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფაციო რომას უჩივის…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფედერიკო ფაციო რომას სასამართლოში უჩივლებს, რომ გუნდმა მას დანარჩენ შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშის საშუალება მისცეს, სტივენ ნძონძი კი რომასგან ხელფასის სრულად გადახდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის დატოვებას არ აპირებს.

არც ერთი მათგანი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის და ფეხბურთელებს გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება არ ეძლევათ, რის გამოც ფაციო უკმაყოფილოა და თუ უახლოეს დღეებში მას ტრიგორიას ბაზაზე ვარჯიშის საშუალებას არ მისცემენ, სასამართლოში ჩივილს აპირებს.