Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფერგიუსონი:“ მანჩესტერში ტოტის ხილვა ძალიან მსურდა, მაგრამ…“

ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერთან 7 – 1 გამარჯვება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მან ტოტის წითელ ეშმაკებში გადაყვანა არაერთხელ სცადა.

მანჩესტერმა რომა ჩემპიონთა ლიგაზე 2007 წლის სეზონის ნახევარფინალში გაანადგურა.

„თითოეულმა ფეხბურთელმა იმ შეხვედრაში იდეალური მუსიკა შემოგვთავაზა, რაც საბოლოო ჯამში უნაკლო სიმფონიაში გადაიზარდა.

„მე მაშინვე ვიგრძენი, რომ ის ერთ-ერთ ისეთი ღამე იყო, რომელსაც მწვრთნელი კარიერაში ბევრჯერ ვერ იხილავს.

„მატჩის შემდეგ, მე ტრადიციულად სპალეტი დავპატიჟე, რომ ერთ ჭიქა ღვინო დაგველია და სიტუაციის მიუხედავად, სპალეტიმ ჩემი მიპატიჟება უარით არ გაისტუმრა და ის მაინც მოვიდა, რის გამოც ძალიან მადლობელი ვარ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისთვის მარტივი არ იყო, მაგრამ მან უკან არ დაიხია და ძლიერი მენტალობა გამოავლინა.

„ტოტი ? ჩვენ ის ძალიან მოგვწონდა და მისი გაფორმება არაერთხელ ვცადეთ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც მის ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას გვეგმავდით ვხვდებოდით, რომ ის გუნდის გამოცვლას არ აპირებდა და ფრანჩესკომ კარიერა ისე დაასრულა, რომ სხვა გუნდის მაისური არც ჩაუცვამს.“