Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფერდინანდი:“ ინგლისი ფინალში იტალიას დაამარცხებს…“

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული ფეხბურთელის რიო ფერდინანდის აზრით, ინგლისი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო გუნდია და ჩემპიონი აუცილებლად გახდება.

„ინგლისი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო გუნდია, მათ წარმოუდგენელი თავდაჯერებულობა აქვთ და სიმართლე რომ გითხრათ აზრი არ ჰქონდა, თუ ვინ გაიმარჯვებდა იტალია – ესპანეთის მატჩში, რადგან ინგლისი ორივე მათგანზე ძლიერია.

„შესაძლოა ზოგმა იფიქროს, რომ მე ზედმეტად ვაზვიადებ, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, ინგლისი ამ მომენტისთვის საუკეთესო ნაკრებია. ჩვენ დღეს მოედანზე სრული კონცენტრაციით უნდა გავიდეთ და მჯერა, რომ ფინალში გასვლის შემთხვევაში ჩემპიონები გავხდებით.“