Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფერდინანდი:“ კიეზა ფენომენალური ფეხბურთელია“

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჯერად BT Sport-ის ანალიტიკოსმა რიო ფერდინანდმა იუვენტუსის ტალანტის ფედერიკო კიეზას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„კიეზა შესანიშNავი ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე ინგლისურ გუნდს უკავშირებენ და დარწმუნებული ვარ ახლა ისინი ფიქრობენ:“ რატომ არ ვიყიდეთ ის ?“

„ის უბრალოდ ფენომენალურია. ინტენსიობა, რომელიც მან ევროპის ჩემპიონატზე დაგვანახა, საოცარი იყო. ის იტალიელების მხრიდან, რომლებიც საბოლოოდ ჩემპიონებიც გახდნენ, ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენდა.

„მისი ტემპი, მოტივაცია, ბრძოლის სურვილი გუნდს დამატებით დრაივს მატებს. კიეზა თანამედროვე შემტევია, რომელსაც ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში.“