Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფერი:“ კიაერი მილანისთვის სერიოზული დანაკლისია“

ინტერის ლეგენდარულმა უკანახაზელმა რიკარდო ფერიმ მილანში სიმონ კიაერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სიმონ კიაერის არყოფნა მილანს აუცილებლად დაეტყობა. სიმონი არის ფეხბურთელი, რომელიც მილანის დაცვაში ტომორისთან ერთად სოლიდურ დუეტს ქმნის და გუნდს სიმშვიდის გრძნობას სძენს, რაც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„კიაერი რამდენიმე წლის წინ ასეთ დონეზე ვერ თამაშობდა, ის ასაკთან ერთად უფრო მშვიდი, გაწონასწორებული გახდა და ლიდერის თვისებები შეიძინა. მისი არყოფნა გუნდის ბალანსს ძალიან დაეტყობა.“