Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფერი:“ კონტე ვალდებულია, წელს ტიტული მოიგოს“

ინტერის ყოფილმა უკანახაზელმა, რიკარდო ფერიმ მილანური დერბი განიხილა და განაცხადა, რომ ანტონიო კონტემ მიმდინარე სეზონში ტიტული აუცილებლად უნდა მოგიოს.

„მხვდა წილად ბედნიერება, რომ გუშინდელ დერბის დავსწრებოდი, თუმცა სან სიროზე უჩვეულო გარემო იყო. 79 ათასი ცარიელი ადგილის ფონზე გეგონებოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ადევნებდი თვალ-ყურს.

„თვითონ მატჩს რაც შეეხება, როდესაც მილანი ჩალჰანოღლუთი და სწრაფი გარემარბებით უტევდა, ინტერს ძალიან დიდი პრობლემები ექმნებოდა.

„ისიც უნდა ითქვას, რომ ანტონიო კონტემ გასულ სეზონში გუნდს კარგი საფუძველი ჩაუყარა და მიმდინარე სეზონში მისგან ყველა შედეგს ელოდება, რა თქმა უნდა ტიტულის სახით. კონტეზე ახლა ძალიან დიდი ზეწოლაა, თუმცა მას აქვს იმის გამოცდილება, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს, თუმცა ის ვალდებულია, რომ სეზონი ტიტულით დაასრულოს.“