Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფერნანდეში:“ მილანი ლეაოს სათანადოდ ვერ აფასებს“

რაფაელ ლეაოს მილანიდან წასვლა სულ უფრო რეალური ხდება და ამ თემაზე კომენტარი სპორტინგის ყოფილმა თავკაცმა ტიაგუ ფერნანდეშმა გააკეთა.

„მილანი რაფაელ ლეაოს სათანადოდ არ აფასებს, მათ გუნდში პოტენციური ჩემპიონი ჰყავთ. მე ლეაოს მსგავსი არავინ მინახავს. რაფას პირველად მაშინ შევხვდი, როდესაც ის სულ რაღაც 12 წლის იყო. მაშინ ლეაო ძალიან მორცხვი და ჩუმი ბავშვი გალხდათ, თუმცა ტალანტი მაშინვე ეტყობოდა.

„ლეაო თავის გუნდში ყოველთვის გამოირჩეოდა. მისი შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მიდგომა ყოველთვის მაკვირვებდა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოკლე დროში ის თავისი პოტენციალის სრულიად გამოვლენას მოახერხებს.“