Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფესტა:“ Suning-ი ინტერს გაყიდის“

იტალიელი ჟურნალისტის და საფეხბურთო ფინანსების ექსპერტის კარლო ფესტას აზრით, ძალიან მალე სტივენ ჟანგს ინტერის გაყიდვა მოუწევს.

„ინტერის ფინანსური პრობლემები თავიდან ბოლომდე გუნდსი მფლობელი კომპანია Suning-ის სიტუაციიდან არის გამომდინარე. ჩინეთის მთავარობა მსხვილ კომპანიებს ქვეყნის გარეთ ბიზნესში ფულის ჩადებას კორონა ვირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ უკრძალავს, რამაც ნერაძურის პროექტის გაჩერება გამოიწვია.

„შესაძლოა ბევრს იმედი აქვს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ნერაძურის სიტუაცია გამოსწორდება, თუმცა ეს ასე არ არის. გუნდის სესხის რაოდენობა იზრდება და ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში სტივენ ჟანგს გუნდის გაყიდვა მოუწევს.“