Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფეხბურთის ზეიმი პორტუგალიაში, მილანი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა !

პენალტების სერიაში მილანმა რიუ ავე დაამარცხა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, საელემაეკერსმა დიავოლო დააწინაურა, თუმცა 72 წუთზე გერალდეშმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

91 წუთზე პორტუგალიელები გელსონის გოლთ დაწინაურდნენ და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მილანი ტურნირიდან უნდა გამოვარდნილიყო, თუმცა 121 წუთზე დადებული თერთმეტმეტრიანი ჩალჰანოღლუმ გამოიყენა და პენალტები დაინიშნა, სადაც უფრო ზუსტი მილანი აღმოჩნდა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის კენჭისყრა ხვალ გაიმართება.