Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიენგა:“რომასთვის პედროს დონის ფეხბურთელის ყოლა დიდი პატივია“

რომას გენერალური დირექტორი პედრო როდრიგესის რომაში ტრანსფერს გამოეხმაურა.

ბარსელონას და ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი ჯალოროსის ოფიციალურად სულ რამდენიმე საათის წინ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ჩვენთვის პრივილეგიაა, რომ პედროს დონის ფეხბურთელი რომას ოჯახს შემოუერთდა.

„იმედი მაქვს, რომ ის თავის შესანიშნავ კარიერას რომაშიც წარმატებულად გააგრძელებს და როგორც პირად, ასევე გუნდურ ასპარეზზე კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.