ფიენგა:“რომა სუპერმარკეტი არ არის“

რომას გენერალური დირექტორის თქმით,რომა სუპერმარკეტი არ არის და ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს.მისი თქმით,გუნდმა ლორენცო პელეგრინის და ნიკოლო ზანიოლოს ამბიციების შესაბამისი შემადგენლობა უნდა შეკრას.

ზემოთ ნახსენები ფეხბურთელები უამრავი გრანდის სატრანსფერო სიაშია,თუმცა ფიენგა ყველას აფრთხილებს,რომ რომა თავისი საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვას არ გეგმავს.

„რომამ გასულ ზაფხულს ყველას დაანახა,რომ ჩვენ სუპერმარკეტი არ ვართ,როგორც ბევრს ეგონა.ჩვენი მიზანი ფეხბურთელების შენარჩუნება და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაა.

„ჯერჯერობით სატრანსფერო ფანჯარაზე საუბარი ადრეა.ჩვენ ჯერ კიდევ სერია ა-ს და ევროპა ლიგის შეხვედრები გვაქვს გასამართი.


„გუნდიდან ნიკოლოს და ლორენცოს წასვლაზე ბევრი ჭორი გავრცელდა,თუმცა ჩვენ მათი გუნდში დარჩენა გვსურს და ვგეგმავთ,რომ მათი ამბიციების შესაბამისი კლუბი გავხდეთ.ეს საუკეთესო გზა არის,რომ ჩვენს ფეხბურთელებს დავანახოთ რომას დიდი გეგმები.“

Leave a Reply

Your email address will not be published.