Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიენგა:“ მანჩესტერს სმოლინგის შენარჩუნება უნდოდა“

რომას გენერალური დირექტორის თქმით, მანჩესტერს კრის სმოლინგის გაშვება, რომელიც ჯალოროსის 15 მილიონის სანაცვლოდ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეუერთდა, არ სურდა.

ფიენგამ კრის სმოლინგის და ბორხა მოირალის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„დღეს ამაყი ვარ, რომ კრის სმოლინგის და ბორხა მოიორალის წარდგენა მიწევს. ორივე მათგანი მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდიდან მოვიდა და მათ რომა აირჩიეს. მანჩესტერს სმოლინგის გაშვება არ სურდა, თუმცა მან რომა აირჩია და მისმა სურვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

„მოიორალს რომას გარდა სხვა ძლიერი გუნდები ეპატიჟებოდნენ, თუმცა საბედნიეროდ მან კარიერის ჩვენთან გაგრძელება ამჯობინა. მას მადრიდში დარჩენაც შეეძლო და ბედნიერები ვართ, რომ ის ახლა ჩვენთან არის.

„ჩვენ ახლა ორი უძლიერესი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარებიან. ისინი მოტივირებულები არიან და გუნდის ამბიციებს იზიარებენ.“