Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიენგა:“ რომას თავისი საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება სურს“

რომას გენერალურმა დირექტორმა, გუიდო ფიენგამ ედინ ჯეკოს გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

ბოსნიელ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში იუვენტუსს და ინტერს უკავშირებენ

„ედინი რომას კაპიტანია და ის გუნდში იქამდე დარჩება, სანამ ამის სურვილი თვითონ აქვს.

„პეტრაჩის გუნდიდან წასვლის გამო, ტრანსფერებზე მუშაობა ახლა მე მიწევს, რაც ჩემი პროფესია ნამდვილად არ არის, ამიტომ ჩემგან რაიმე საინტერესო პასუხს არ უნდა ელოდოთ. მე გუნდს მოლაპარაკებების გამართვაში ვეხმარები და ყურადღებას ვაქცევ, რომ რომას ფინანსები დაბალანსებული იყოს.

„რომას კარგი მწვრთნელი და ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე პოზიციაზე გვმართებს გაძლიერება. გუნდს სერიოზული პროექტი აქვს და ჩვენ ჩვენი ლიდერების შენარჩუნება გვსურს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.