Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიენგა:“ ფონსეკას მომავალი არ განიხილება“

რომას გენერალურმა დირექტორმა ფონსეკას და ედინ ჯეკოს მომავალზე ისაუბრა.

„ფონსეკას გუნდიდან  შესაძლო წასვლა არ განიხილება. ჩვენ ახალ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელსაც ახალგაზრდა მწვრთნელი ხელმძღვანელობს და საერთოდ ვერ ვხვდები, თუ საიდან ჩნდება მისი შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია.

„ჯეკო ? ის გუნდის კაპიტანია და  ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის რომაში დარჩება.“