Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფილიპ კოსტიჩს ლაციოში გადასვლა სურს

ლაციო აინტრახტის ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და ფეხბურთელს არწივების რიგებში გადასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს.

რამდენიმე გერმანული წყაროს ინფორმაციით, მარცხენა ვინგერმა აინტრახტის სამწვრთნელო სესია პროტესტის ნიშნად დატოვა და ლაციოში გადასვლას ითხოვს, რომელთანაც ბიანკოჩელესტის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს.

ცნობილი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, თუ ლაციომ მისი გაფორმება ვერ მოახერხა, ლაციო ვერონადან ძაკანის დამატებას ეცდება.