Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფინანსური სკანდალის შემდეგ, იუვენტუსმა იკარდიზე უარი თქვა

ბოლო კვირეებში პსჟ-ს ფორვარდი მაურო იკარდი იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა არგენტინაში გახმაურებული ფინანსური სკანდალის შემდეგ, რომელშიც იკარდი და მისი მეუღლე ვანდა ნარა გაეხვნენ, ბიანკოენრიმ ინტერის ყოფილი კაპიტნის გაფორმებაზე უარი თქვა.

არგნეტინული წყაროების ინფორმაციით, იკარდი და მისი მეუღლე ვანდა ნარა, რომელიც ფეხბურთელის აგენტი და ამავდროულად მოდის სამყაროში დასაქმებული ფიგურა გახლავთ, ერთ-ერთი კომპანიის საშუალებით TAX-ების გადახდას თავს არიდებდნენ და არ არის გამორიცხული, მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

იკარდის კარიერას სკანდალები ყოველთვის თან სდევდა და TuttoJuve-ს ცნობით, ბოლო მათგანმა ტურინელებს ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა საბოლოოდ გადააფიქრებინა.