Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტიან სენსის გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ცნობით, ზაფხულში ფიორენტინა ინტერის ნახევარმცველის სტეფანო სენსის გაფორმებას ეცდება.

ფლორენციული გამოცემა La Nazione-ს ცნობით, იებს 25 წლის იტალიელი ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 12-15 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

წყაროს ინფორმაციით, ფიორენტინას სპორტული დირექტორი დანიელე პრადე სენსის მახასიათებლების დიდი გულშემატკივარია და მის გარდა, სტეფანო ჯენარო გატუზოს ერთ-ერთი ფავორიტ ფეხბურთელად მოიაზრება, რომელიც დიდი ალბათობით მომდევნო სეზონიდან ფიორენტინას ჩაიბარებს.

სენსის ინტერთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ინტერი ნებისმიერ მიღებულ წინადადებას განიხილავს და იმის გათვალისწინებით, რომ სენსი ტრავმების გამო სტაბილურად თამაშს ვერ ახერხებს, მისი გაშვების წინააღმდეგი არ უნდა იყოს.