Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინამ ბონავენტურას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ფიორენტინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯაკომო ბონავენტურამ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველი, რომლის კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურებოდა, იების რიგებში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება და სურვილის შემთხვევაში, ფლორენციელებს ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.