Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინამ დაადგინა ქომაგი, რომელიც კულიბალის რასისტული ფრაზებით მიმართავდა

იტალიური მედიის ინფორამციით, ფიორენტინამ ქომაგი, რომელიც კალიდუ კულიბალის ფიორენტინა – ნაპოლის მატჩის მსვლელობისას რასისტული გამონათქვამებით შეურაწყოფას აყენებდა, დაადგინა და მას არტემიო ფრანკიზე შესვლა ცხოვრების ბოლომდე აუკრძალა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, დამნაშავე 25-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა იყო, რომელიც კულიბალის მაიმუნს და სხვა მიუღებელ ფრაზებს ეძახდა.