Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინამ ვლაჰოვიჩს ფასი დაადო

იტალიური მედიის ინფორმაციით, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ფიორენტინამ დუშან ვლაჰოვიჩს ფასი დაადო.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იების პრეზიდენტი როკო კომისო 21 წლის ტალანტის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს.

ვლაჰოვიჩის გაფორმებით არაერთი იტალიური და ევროპული გრანდი ინტერესდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფეხბურთელში, რომლის კონტრაქტიც გუნდთან 2023 წლის ზაფხულში იწურება, რომელიმე მათგანმა 90 მილიონი გადაიხადოს და სავარაუდოდ ფლორენციელებს თანხის შემცირება მოუწევთ.