Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფიორენტინამ იაკინის გაშვება საბოლოოდ გადაწყვიტა

იტალიურ მედიაში ჩეზარე პრანდელის ფიორენტინაში შესაძლო დაბრუნებაზე ინფორმაცია უფრო და უფრო მატულობს.

Tuttosport-ის და სხვა პრესტიჟული გამოცემების მტკიცებით, იების ხელმძღვანელობამ იაკინის გათავისუფლება მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უკვე გადაწყვიტა და ეს დღეს გასამართი მატჩის შემდეგ გაოფიციალურდება, რომელშიც ფიორენტინა პარმას დაუპირისპირდება.

პრადელი, რომელიც ფიორენტინას 2005-10 წლებში უკვე წვრთნიდა, გუნდს სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს და შემდეგ დიდი ალბათობით ფიორენტინას სათავეში მაურიციო სარი ჩაუდგება.