Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურა: ფიორენტინამ იაკინი დაითხოვა

ფიორენტინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯუზეპე იაკინიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა და მას ჩეზარე პრანდელი შეცვლის.

პრანდელი იებს დროებით, სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს, მომავალი წლიდან კი დიდი ალბათობით მას მაურიციო სარი ან ლუჩიანო სპალეტი შეცვლის.

იაკინიმ ფიორენტინა 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა. იტალიელმა სპეციალისტმა იებს 30 მატჩში უთავკაცა, 12-ჯერ გაიმარჯვა, 8 მარცხი იწვნია და 12 შეხვედრა ფრედ დაასრულა.