Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინამ იკონეს ტრანსფერი შეათანხმა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლილი და ფიორენტინა ჯონათან იკონეს ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოოდ შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი იების რიგებს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში კი ფიორენტინას ფრანგებისთვის შემოსული თანხის 10 პროცენტის გადახდა მოუწევთ.

წყაროს ცნობით, იკონე ფლორენციელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.